უკრაინაში, ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ცნობით, ქურციკიძის ოჯახის წევრები მისი დაღუპვის შესახებ ინფორმირებულნი არიან და მის საქართველოში გადმოსასვენებლად ყველა შესაბამისი პროცედურა ჩატარდება.
2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინაში 51-მდე ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.








