ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთს უსაფრთხოებაზე ასეთი ინტენსიური დიალოგი დასავლეთთან ჯერ არ ჰქონია” – გრიგორიანი

10 ნოემბერი, 2023 • 2222
“სომხეთს უსაფრთხოებაზე ასეთი ინტენსიური დიალოგი დასავლეთთან ჯერ არ ჰქონია” – გრიგორიანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ბრიუსელში გამართულ ფორუმზე, სახელწოდებით “სომხეთის სტრატეგიული მომავალი”, განაცხადა, რომ ერევანი იმედოვნებს, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას გაამყარებს როგორც კოლექტიურ დასავლეთთან, ასევე, ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან.

“ბოლო დროს სომხეთი ინტენსიურ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. გაიხსნა სხვადასხვა სახის ახალი შესაძლებლობა. მსგავსი ინტენსიური დიალოგი უსაფრთხოების თემაზე სომხეთს ჯერ არ ჰქონია დაავლეთთან და ევროპასთან”,- განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

საერთაშორისო საზოგადოების როლი სომხეთის უსაფრთხოებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი