ახალი ამბები

“ბრავო ქართველ ხალხს” — ემანუელ მაკრონმა Facebook-ზე ქართულად დაპოსტა

9 ნოემბერი, 2023 • 1664
“ბრავო ქართველ ხალხს” — ემანუელ მაკრონმა Facebook-ზე ქართულად დაპოსტა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Facebook-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გადაღებული ფოტო დადო და სტატუსი ქართულ ენაზე დაწერა:

“ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით”, — წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

 

8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

ევროკომისიის დადებით რეკომენდაციასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა დღეს, 9 ნოემბერს ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ ასევე იმსჯელეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი