ახალი ამბები

“მადლობა ლაზარე” – აქტივისტებმა სასამართლოში პლაკატები გაშალეს

9 ნოემბერი, 2023 • 1546
“მადლობა ლაზარე” – აქტივისტებმა სასამართლოში პლაკატები გაშალეს

დღეს, 9 ნოემბერს, აქტივისტებმა  ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომაზე პლაკატები გაშალეს, წარწერით – „მადლობა ლაზარე“. პლაკატების გაშლას დარბაზში ტაში მოჰყვა.

„მადლობას იმსახურებს გუშინდელი დღისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 15 დეკემბერს ჩვენთან ერთად იზეიმოს კანდიდატის სტატუსი!”, – დაწერა სხდომის დაწყებამდე აქტივისტმა თამთა გოგოლაძემ, პარტია “დროადან”.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე შემდეგი სხდომა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

გუშინ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი