ახალი ამბები

ბრალდებული 28 პირს ტურისტული ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და თანხებს თაღლითურად დაეუფლა – პროკურატურა

8 ნოემბერი, 2023 • 908
ბრალდებული 28 პირს ტურისტული ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და თანხებს თაღლითურად დაეუფლა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს წარუდგინა ბრალი მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

შსს-ს გამოძიების თანახმად, ბრლადებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, „28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას – 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა“.

ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა‘ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით). ბრალდებულს ემუქრება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა.

ამასთან ერთად, პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი