ახალი ამბები

ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, სანამ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება – ლანდსბერგისი

7 ნოემბერი, 2023 • 1219
ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, სანამ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას.

როგორც ლანდსბერგისი ამბობს, რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ მანამდე, სანამ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება.

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას ცხინვალის რეგიონში. რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, სანამ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი