ახალი ამბები

2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი ეძებდნენ – გინტურის ძმა

7 ნოემბერი, 2023 • 1444
2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი ეძებდნენ – გინტურის ძმა

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური აცხადებს, რომ მისი ძმა 2008 წლის ომის მონაწილე იყო და მას ოკუპანტები ეძებდნენ.

„ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა. ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა მანქანით, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო[…]

მე ვნახე, მე ჩავაცვი, 2 ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი[…] 2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და, როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდევაც. 9 კაცი იყო და 9 კაცს 2 კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ“, – აცხადებს გივი გინტური.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი