ახალი ამბები

Youtube მომხმარებლებს მოუწოდებს, წაშალონ სერვისები, რომლებიც რეკლამებს ბლოკავს

6 ნოემბერი, 2023 • 3060
Youtube მომხმარებლებს მოუწოდებს, წაშალონ სერვისები, რომლებიც რეკლამებს ბლოკავს

Youtube მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ სასურველი კონტენტის სანახავად წაშალონ ბრაუზერის დამატებები, რომლებიც რეკლამებს ბლოკავს. როგორც The Wired წერს, ამ ეტაპზე შეზღუდვას გაფრთხილების სახე აქვს.

კერძოდ, პლატფორმა მომხმარებლებს აფრთხილებს და ad blockers-ის გათიშვას სთხოვს. იმ შემთხვევაში კი, თუ Youtube-ზე განთავსებული კონტენტის სარეკლამო ჭრების გარეშე ნახვა სურთ, სერვისის პრემიუმ ვერსია უნდა შეიძინონ, რომელიც თვეში $14 ღირს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Youtube-ის ამგვარი მიდგომის შემდეგ, მომხმარებლებმა ბრაუზერის დამატებების წაშლა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი დამატების, AdGuard-ის შემქმნელები თქმით, მათ 75 მილიონი მომხმარებელი ჰყავთ, რომელთაგან 4.5 მილიონი ფასიანი გამომწერია. კომპანიისვე ცნობით, დღეში მათ დამატებას საშუალოდ 6 000 ადამიანი შლიდა, თუმცა 9 ოქტომბერს მათმა რიცხვმა 11 000-ს, 18 ოქტომბერს კი, ერთ დღეში, 52 000 მომხმარებელს მიაღწია. ოქტომბრის თვეში 30%-ით გაიზარდა წაშლის დღიური მაჩვენებელი კიდევ ერთი ასეთი დამატების, AdLock-ის შემთხვევაშიც.

რეკლამების შემზღუდავ აპლიკაცია Ghostery-ში კი, რომელმაც ოქტომბრის თვეში, მომხმარებლების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა დაკარგა, აცხადებენ, რომ იმ პირების 90%-მა, რომლებმაც მათი სერვისის გამოყენება შეწყვიტა, ამის მიზეზად მიუთითა, რომ ბრაუზერის დამატებას YouTube-ზე ვეღარ იყენებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი