ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ღრმა წარმოდგენისაა მელიას დამსახურებებზე

5 ნოემბერი, 2023 • 2007
სააკაშვილის თქმით, ღრმა წარმოდგენისაა მელიას დამსახურებებზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხსნის თავის ბოლო განცხადებას, “იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა”.

სააკაშვილის თქმით, ღრმა წარმოდგენისას ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე.

“მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.

უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას”, – წერს იგი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“, — თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის კრიტიკას. მელიას აზრით, ენმ-ში ოლიგარქიული მმართველობაა და ფორმალური თავმჯდომარის უკან რეალურად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი