ახალი ამბები

გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როცა რამდენიმე ქალაქში ჩავატარებ შეხვედრებს — მელია

3 ნოემბერი, 2023 • 2489
გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როცა რამდენიმე ქალაქში ჩავატარებ შეხვედრებს — მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი, 3 ნოემბრის განცხადებისა, მისი გეგმები არ იცვლება და ჯერჯერობით პარტიიდან არ მიდის.

„თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ისე, რომ არ დაუკონკრეტებია ნიკა მელიას სახელი.

თუმცა ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა სწორედ ნიკა მელია იგულისხმა.

თავის მხრივ, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ენმ-ს არაფორმალურად მართავენ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, მათი კრიტიკა კი პარტიის ლანძღვას არ ნიშნავს.

ნიკა მელიამ ტვ „პირველის“ წამყვანის, დიანა ტრაპაიძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პარტიიდან არ მიდის.

„გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როცა რამდენიმე ქალაქში ჩავატარებ შეხვედრას თანამოაზრეებთან. სააკაშვილის განცხადება ჩემს გეგმებს არავითარ შემთხვევაში არ ცვლის. მე მართლა მაინტერესებს პარტიის წევრების მოსაზრება — როგორ მიაჩნიათ მათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

ჩემთვის სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს ჰყავს გარე და შიდა მოწააღმდეგეები. ამ სიმართლის მოწინააღმდეგეები უნდა დამარცხდნენ. მე არა, პარტიის წევრებს ჰკითხონ, ვინ არის დღეს ვანო მერაბიშვილი, ვინ არის დავით კეზერაშვილი, უკეთესი ალტერნატივაა ივანიშვილის?“ — განაცხადა ნიკა მელიამ ტვ „პირველის“ ეთერში.

ნიკა მელია უკვე დიდი ხანია საუბრობს ენმ-ში არაფორმალურ მმართველობაზე და პარტიის მოქმედ მენეჯმენტს 2023 წლის დასაწყისიდან დაუპირისპირდა, რაც პარტიაში მოულოდნელად დაინიშნა თავმჯდომარის არჩევნები და ამ პოზიციაზე მის ნაცვლად ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი