ახალი ამბები

უკრაინაში დაადასტურეს ყირიმში რუსული „თანამედროვე სამხედრო გემის“ განადგურება

5 ნოემბერი, 2023 •
უკრაინაში დაადასტურეს ყირიმში რუსული „თანამედროვე სამხედრო გემის“ განადგურება

4 ნოემბერს ოკუპირებულ ყირიმში ქარხანა „ზალივის“ [გარეკანის ფოტოზე] დაბომბვის შედეგად განადგურდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემი, რომელსაც „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების ტარება შეუძლია, განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშუკმა.

თავდაპირველად, დაბომბვის შემდეგ, გემის განადგურების შესახებ ცნობილი არ იყო. ოლეშუკმა ეს მხოლოდ 5 ნოემბერს დაადასტურა, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.

ქერჩში მყოფი გემის „დაზიანებას“ ადასტურებს რუსული მხარეც, რომლის ცნობითაც უკრაინამ ქარხნის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლა.

უკრაინული ძალები პერიოდულად, სხვადასხვა მეთოდით, თავს ესხმიან ხოლმე ყირიმთან ბაზირებულ რუსულ საზღვაო ძალებს. ზოგი ანალიტიკოსის ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთ მიზეზი რუსეთის სურვილისა, ოკუპირებულ ოჩამჩირეშიც, ფრონტისგან მოშორებით შექმნას საზღვაო ბაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი