ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ რეზო ამაშუკელზე ფილმის დაფინანსება გადაწყვიტა

3 ნოემბერი, 2023 • 2378
კულტურის სამინისტრომ რეზო ამაშუკელზე ფილმის დაფინანსება გადაწყვიტა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პოეტ რეზო ამაშუკელზე ფილმის გადაღებას დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თეა წულუკიანის უწყება ავრცელებს.

„ადამიანი მაინც მარტოა – პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოპორტრეტი” — არის პროექტის სახელწოდება, რომელსაც, სხვა, 12 პროექტთან ერთად, სამინისტრო 137 834 ლარით დააფინანსებს.

სამინისტროს ცნობით, ისინი 13 პროექტს კონკურსის — „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ — ფარგლებში დააფინანსებენ. ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონკურსში 59 პროექტი მონაწილეობდა და გამარჯვებულად მხოლოდ 13 გამოცხადდა.

პოეტი რეზო ამაშუკელი, რომელიც 2022 წლის იანვარში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლო წლებში პოლიტიკურ კომენტატოტორობასაც ითავსებდა და ძირითადად ატნიდასავლური, პროსახელისუფლებო რიტორიკით გამოირჩეოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი