ახალი ამბები

სინოდზე ილია II-ის მიერ ინიციირებულ საკითხებს განიხილავენ, დღის წესრიგი ჯერ უცნობია

2 ნოემბერი, 2023 • 919
სინოდზე ილია II-ის მიერ ინიციირებულ საკითხებს განიხილავენ, დღის წესრიგი ჯერ უცნობია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წინასწარ უცნობია, რა საკითხები უნდა განიხილონ მღვდელმთავრებმა 2 ნოემბრის სინოდის სხდომაზე.

დეკანოზის თქმით, გარკვეული განსახილველი საკითხები პატრიარქ ილია მეორეს აქვს ინიციირებული და  სხვებისთვის წინასწარ არ გაუზიარებია.

დეკანოზი გამოეხმაურა და უსაფუძვლო უწოდა სოცქსელებსა თუ მედიაში გავრცელებულ ვარაუდებს, თითქოს ილია მეორე დღეს გადადგომას აპირებს. მან ამ ხმებს უსაფუძვლო უწოდა, თუმცა თავად არაფერი გამორიცხა და აღნიშნა, რომ “გამორიცხვები” არ უყვარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი