ახალი ამბები

გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

2 ნოემბერი, 2023 • 1778
გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

“ავერსის” კლინიკიდან სამი გაქცული პატიმრის საქმეზე დააკავეს ბადრაგი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

ის 2 ნოემბერს 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.

გუშინ, 1 ნოემბერს “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაზე მიყვანილი სამი პატიმარი კლინიკის შენობიდან გაიქცა. ერთი მათგანის დაკავების შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დღეს დაუდასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი