ახალი ამბები

მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს 2022 წელს 180 ათასი ლარი აჩუქეს – დეკლარაცია

1 ნოემბერი, 2023 • 1442
მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს 2022 წელს 180 ათასი ლარი აჩუქეს – დეკლარაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 2022 წელს, ჯამში, 180 000 ლარი აჩუქეს. ამის შესახებ პრემიერის დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც მან 2023 წლის 30 ოქტომბერს ჩააბარა.

სქრინშოთი პრემიერის დეკლარაციიდან. 

ღარიბაშვილმა დიდი ოდენობის ფულადი საჩუქარი მშობლებისგან 2021 წელსაც მიიღო, 150 000 ლარის ოდენობით. ხოლო 2023 წელს, მთავრობის განცხადებით, პრემიერისა და მისი ვაჟის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით ჩარტერული რეისით მგზავრობა დააფინანსა მამამისმა, ტარიელ ღარიბაშვილმა.

ამავე დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს პრემიერის შემოსავალმა, მშობლების ნაჩუქარი თანხის გარდა, შეადგინა 41 004 ლარი. ეს მისი ხელფასია.

რაც შეეხება ღარიბაშვილის ფულად ქონებას, მას 40 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა ნაღდი ფულით, „ქართუ ბანკის“ ანგარიშებზე კი ჯამურად ჰქონდა დაახლოებით 5603 ლარი, 10 977 დოლარი და 7586 ევრო. მის მეუღლეს – დაახლოებით 3626 ლარი და 77 დოლარი. თუმცა, ნუნუკა თამაზაშვილს „ქართუ ბანკში“ უარყოფითი ბალანსის ანგარიშიც – ვალდებულებაც აქვს, 96 578 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ხარჯებს, პრემიერისა და მისი მეუღლის ჯამურმა ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 64 561 ლარი და 8868 დოლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი