ახალი ამბები

მოლდოვაში რუსულ და პრორუსულ მედიასაშუალებებს ხურავენ

31 ოქტომბერი, 2023 • 982
მოლდოვაში რუსულ და პრორუსულ მედიასაშუალებებს ხურავენ

მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ შეაჩერა ექვსი ადგილობრივი ტელეარხის მუშაობა, რომელთა სარედაქციო პოლიტიკაც „უცხოური ინტერესების წინ წამწევად“ მიიჩნია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებით, ეს ლიცენზიაშეჩერებული ტელეარხები, – Orizont TV, Prime, Canal 2, Canal 3, Publika TV и ITV Moldova, – „ემორჩილებიან [ოლიგარქების] პლაჰოტნიუკის და შორის დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომლებმაც გააერთიანეს მოლდოვის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა“. ამავე განცხადებაში პრემიერი აღნიშნავს, რომ პლაჰოტნიუკი-შორის უკან დგას რუსეთი.

გარდა ამისა, მოლდოვა დაბლოკავს რუსული ტელეარხების, მათ შორის რუსეთის პირველი არხის, RT-ის და სხვა ფედერალური არხების ვებ-გვერდებს, ვინაიდან ეს რესურსები ავრცელებენ ინფორმაციას, „რომელიც მოდის აგრესორად აღიარებული სახელმწიფოს ხელისუფლებისგან“.

მანამდე მოლდოვიდან გააძევეს რუსული სახელმწიფო მედიის, „სპუტნიკის“ ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი