ახალი ამბები

ოჯახს სურს, განაჩენის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა შეიწყალოს

30 ოქტომბერი, 2023 • 1086
ოჯახს სურს, განაჩენის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა შეიწყალოს

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე ფიქრობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მისი შვილიშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი შთაბეჭდილება რჩება პროცესის მიმდინარეობიდან და ფიქრობს, რომ ასეთი დავალება „მოდის ზემოდან“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან.

„თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“, — თქვა გია კალანდაძემ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი