ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება ხელს აფარებს აშშ-ის მიერ დასანქცირებულ პირებს –  NGO-ები

30 ოქტომბერი, 2023 • 1175
საქართველოს ხელისუფლება ხელს აფარებს აშშ-ის მიერ დასანქცირებულ პირებს –  NGO-ები

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს სახელმწიფოს მიტაცების მცდელობად აფასებს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. საქმე ეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომელმაც სანქცირების შესრულების წესი შეცვალა. თურნავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარცხალაძის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწიოდა.

“ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ის მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად  აზიანებს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, ფარცხალაძის გარდა, საუბარია მოსამართლეების – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ასევე, ყოფილი მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის დასანქცირებაზე. ორგანიზაციების განცხადებით, აშშ-ის სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯები არის სანქცირებულ პირთა ინტერესების დაცვა.

“სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები”, – ვკითხულობთ NGO-ების ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ადეკვატური ნაბიჯები გადადგან იმ რეპუტაციული ზიანის შესამცირებლად, რაც სანქციების შედეგად ქვეყანას მიადგა.

ირაკლი ფარცხალაძე, ირაკლი შენგელია, მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე, ლევან მურუსიძე.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  6. უფლებები საქართველო
  7. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  9. სასამართლოს გუშაგი
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  11. საფარი
  12. სამოქალაქო იდეა
  13. ევროპულ – ქართული ინსტიტუტი (EGI)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  15. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  16. საზოგადოება და ბანკები
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. თანასწორობის მოძრაობა
  19. თბილისი პრაიდი
  20. GrlzWave
  21. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  22. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  23. დემოკრატიის მცველები
  24. ფრანკლინის კლუბი
  25. საქართველოს მომავლის აკადემია
  26. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  27. ჭავჭავაძის ცენტრი
  28. დემოკრატიის ინსტიტუტი
  29. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
  30. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  31. წერტილი
  32. Promote Georgia
  33. ქვემო ქართლის მედია
  34. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
  35. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  36. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“
  37. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  38. აფხაზური ამბები
  39. თაობათა გაძლიერების ქსელი
  40. ქალთა ფონდი „სოხუმი“
  41. მაისის მოძრაობა
  42. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  43. ჯიუტი
  44. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
  45. საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“
  46. კომლი
  47. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი – ლაკმუსი
  48. ქალთა ფონდი საქართველოში (WFG)
  49. ყვარლის ევროკლუბი
  50. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  51. ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის
  52. პრევენცია პროგრესისთვის
  53. განვითარებისა და ჩართულობის პროგრამა (DEP)

მასალების გადაბეჭდვის წესი