მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
თენგიზ არჩვაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, სხვასადასხვა დროს თამაშობდა მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრებში. მას 40-ზე მეტი კინოროლი აქვს შესრულებული.
