ანექსირებული ყირიმის ყველაზე დიდ ქალაქში, სევასტოპოლში რუსული ფლოტის ანტისანაღმო გემი აფეთქდა, იტყობინება ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.

კერძოდ, აფეთქდა სადაზვერვო ჰიდროგრაფული ანტისანაღმო გემი „ვლადიმერ კოზიცკი“, რომელიც დაკავებულია ნაღმების ძებნით. ის სულ რაღაც 4 წელია, რაც ირიცხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტში.

„კრიმსკი ვეტერ“, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ გემი სევასტოპოლის ზღვის უბეში, რეიდის დროს უცებ აფეთქდა. არსებული ცნობებით, ბოლი სამანქანო განყოფილებიდან ამოვიდა. აფეთქებიდან მალევე გემი გადაიყვანეს სტრელეცკის ზღვის უბეში.

ბოლო დროს ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების არაერთი გემი ააფეთქეს და დააზიანეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმის შესახებ.

ამ თემაზე: