ახალი ამბები

აშშ-მა დაბომბა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ბაზები

27 ოქტომბერი, 2023 • 1201
აშშ-მა დაბომბა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ბაზები

აშშ-მა დაბომბა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ორი ბაზა, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, დაბომბვა თავდაცვით ხასიათს ატარებდა და პასუხი იყო რეგიონში დისლოცირებულ ამერიკელ სახმედროებზე თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო.

„დღევანდელი ქმედებების მიზანია, ნათლად აჩვენოს, რომ აშშ არ მოითმენს ასეთ თავდასხმებს და დაიცავს საკუთარ თავს, თავის ჯარისკაცებს და თავის ინტერესებს“, – ხაზს უსვამს ოსტინი.

მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს კონფლიქტში ჩართვა და მომხდარი არაა კავშირში ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტთან, მაგრამ „ირანის მხარდაჭერილი თავდასხმები“ მიუღებელია და უნდა შეჩერდეს. ოსტინი ამბობს, რომ ვაშინგტონი თეირანს არ მისცემს საშუალებას, დამალოს თავისი როლი ამ თავდასხმებში.

„თუკი ირანის კონტროლირებადი ჯგუფების თავდასხმა აშშ-ის ძალებზე გაგრძელდება, არ ვიყოყმანებთ და დამატებითი ზომებს მივიღებთ ჩვენი ხალხის დასაცავად“, – ამბობს თავდაცვის მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი