ახალი ამბები

ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე კაცი დაკავებულია — შსს

26 ოქტომბერი, 2023 • 4716
ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე კაცი დაკავებულია — შსს

თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე კაცი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა ორი დღის წინ, 24 ოქტომბერს მოხდა. როგორც გამოცემა “ფეიფერ ქართული” წერს, ქალს თბილისში, მთაწმინდაზე შუადღის პირველი საათისთვის უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც ქალმა მისი მოგერიება შეძლო და პოლიციას მიმართა.

მოგვიანებით ქალმა შეიტყო, რომ მსგავსი აღწერილობის მქონე კაცი მანამდე სხვა ქალსაც დაესხა თავს.

“ფეიფერ ქართულის” ინფორმაციით, კაცი ორივე მათგანმა ამოიცნო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი