ახალი ამბები

“ჰამასის” წარმომადგენლები მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან — ზახაროვა

26 ოქტომბერი, 2023 • 1814
“ჰამასის” წარმომადგენლები მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან — ზახაროვა

ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” წარმომადგენლები მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დღეს, 26 ოქტომბერს განაცხადა.

“შემიძლია გითხრათ და დავადასტურო, რომ პალესტინური მოძრაობის წარმომადგენლები ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან. რაც შეეხება კონტაქტებს, ამის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ”, — განაცხადა მან.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 7 ოქტომბერს დაესხა თავს ისრაელს და თავდასხმის პირველ ეტაპზე სხვადასხვა დასახლებაში მოაწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. მოკლულია, სულ მცირე, 1400-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, რის შედეგადაც ასევე იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. „ჰამასის“ ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი