ახალი ამბები

ვამბობდით, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა ვითარება რადიკალურად შეცვლილია – კობახიძე EU-ს სტატუსზე

26 ოქტომბერი, 2023 • 1130
ვამბობდით, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა ვითარება რადიკალურად შეცვლილია – კობახიძე EU-ს სტატუსზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი გაზრდილია.

კობახიძის თქმით, „პრაქტიკულად, მწიფდება გადაწყვეტილება“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს 8 ნოემბერს წარადგენს, სადაც შეფასებული იქნება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება. დეკემბერში კი ევროპული საბჭოს სხდომაზე 27 ქვეყნის ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი