ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვას უპასუხებენ

25 ოქტომბერი, 2023 • 2244
ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვას უპასუხებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ემზადება რუსეთის მიერ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვისთვის. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამჯერად უკრაინა არა მარტო თავს დაიცავს, არამედ რუსეთის აგრესიასაც უპასუხებს.

„მტერი ცდილობს, ყველაფერი, რასაც კი მიწვდება, განურჩევლად გაანადგუროს.  დაკავებულნი ვართ ბერლისავისა და ბოროვაიას დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციით, ვეხმარებით ხალხს. ვემზადებით ტერორისტების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისთვის. ამ წელს არა მხოლოდ თავს დავიცავთ, ვუპასუხებთ კიდეც. მტერმა ეს კარგად იცის. ჯერ ყირიმიდან გაიყვანეს ფლოტი, ახლა ავიაციას აშორებენ ჩვენს საზღვრებს“, – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკა პრავდა“.

რუსეთმა 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში არაერთხელ დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მშვიდობიან მოსახლეობას შეექმნა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები. ექსპერტთა შეფასებით, რუსეთი ამ მეთოდით ცდილობს უკრაინის გამოფიტვას, რათა გამარჯვება შეძლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი