ახალი ამბები

ნატანებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს

25 ოქტომბერი, 2023 •
ნატანებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს

ნატანებში, იუსტიციის სახლთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის წაღება სცადეს. შემთხვევა დღეს, 25 ოქტომბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი