ახალი ამბები

აშშ-ის ახალი ელჩი მართავს მიღებას, რომელსაც ხელისუფლება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ესწრება

18 ოქტომბერი, 2023 • 1295
აშშ-ის ახალი ელჩი მართავს მიღებას, რომელსაც ხელისუფლება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ესწრება

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი პოლიტიკოსებთან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მართავს.

მიღებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.

„მივესალმებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას და აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება გვაქვს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩემს სამსახურს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში“, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ჯანსაღი კომუნიკაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულად ითანამშრომლებს აშშ-ის ახალ ელჩთან და არ შევა ისეთივე დაპირისპირებაში, როგორც მის წინამორბედ კელი დეგნანთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი