რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს განცხადებით, რუსეთმა ბირთვული იარაღი წმინდა სერაფიმე საროველის მფარველობით შექმნა.
„ტასს“-ის ცნობით, კირილემ ეს განცხადება საროვში მდებარე რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელის დაჯილდოებისას გააკეთა. მისივე თქმით, ბირთვული იარაღი საროვში შემთხვევით არ შეიქმნა – „მათ [ფიზიკოსებმა] ბირთვული იარაღი შექმნეს სერაფიმე საროველის მფარველობით, ვინაიდან სიტყვებით აღუწერელი ღვთიური განგებით ეს იარაღი შეიქმნა წმინდა სერაფიმეს სამყოფელში“.
ის, რომ რუსეთი „დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანად დარჩა“, სწორედ ბირთვული იარაღის დამსახურებაა, მიიჩნევს კირილე.
„მედუზას“ ცნობით, იგი ადრე აცხადებდა, რომ წმინდა სერაფიმე საროველი „ბირთვული ფიზიკოსების მფარველია“.