ახალი ამბები

ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 4 წლამდე ზრდის

18 ოქტომბერი, 2023 • 1180
ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 4 წლამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება.

ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ შემცირებულია  არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება:

„მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სები მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი