ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინაში მებრძოლ ცხინვალელებს რუსეთი სოციალურ დახმარებებს ჰპირდება

16 ოქტომბერი, 2023 • 1744
უკრაინაში მებრძოლ ცხინვალელებს რუსეთი სოციალურ დახმარებებს ჰპირდება

 

“არცერთი სამხედრო მოსამსახურე რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება. თუმცა, რომ არ დავკარგოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის არცერთი მონაწილე და მათ და მათ ოჯახებს დავეხმაროთ, აუცილებელია მათი სახელების ცოდნა, რათა შევადგინოთ სიები”.ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა ოლგა კოვიტიდიმ ცხინვალში ყოფნისას განაცხადა და თქვა, რომ მოსკოვმა და ცხინვალმა შესაბამის შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი.

საუბარია “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მონაწილეებსა და მათ ოჯახებზე, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ.

 

2023 წლის 20 თებერვალს [რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ] დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. რაც ითვალისწინებს მათთვის სასამართლო დავების შეწყვეტას, საკრედიტო ვალდებულებების შეწყვეტას და ა.შ.

ამავე თემაზე: 

რატომ იქცნენ უკრაინაში მებრძოლი ოსები ცხინვალის პრობლემად

მასალების გადაბეჭდვის წესი