ახალი ამბები

მოკლულია მასწავლებელი – საფრანგეთში დანით შეიარაღებული პირი სკოლაში შეიჭრა

13 ოქტომბერი, 2023 • 3961
მოკლულია მასწავლებელი – საფრანგეთში დანით შეიარაღებული პირი სკოლაში შეიჭრა

საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, ხოლო სპორტის მასწავლებელი დაჭრა, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

საფრანგეთის შს მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, შემთხვევა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ არასში, გამბეტას სკოლაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმისას იგი ყვიროდა „ალაჰჰ აკბარ“ [ალაჰი უდიდესია].

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. პოლიციის განცხადებით, სიტუაციას აკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი