ახალი ამბები

პროტესტის შემდეგ წალენჯიხაში ფერადი ქოლგები ჩამოხსნეს

12 ოქტომბერი, 2023 • 3363
პროტესტის შემდეგ წალენჯიხაში ფერადი ქოლგები ჩამოხსნეს

წალენჯიხაში, ტერენტობის დღესასწაულზე, აგრესიულად განწყობილმა კაცებმა ფერადი ქოლგებისგან შექმნილი დეკორაცია გააპროტესტეს. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე აგრესიულად განწყობილი კაცი სადღესასწაულო დეკორაციის ჩამოხსნას ითხოვს.

“ქოლგა უნდა გაიკეთო, როცა წვიმს. მზიან ამინდში ქოლგა სჭირდება ქალბატონებს. ახლა ფერებს მასწავლით? ფერებს კი არ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ვაკრიტიკებთ ქოლგის ჩამოკიდებას”, – უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ადგილობრივი მედიის, რადიო ათინათის ინფორმაციით, პროტესტის შემდეგ ქოლგები ჩამოხსნეს.

ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წალენჯიხის მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიას დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი