ახალი ამბები

ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა უნებართვო ოპერაციებისთვის 20 000 ლარით დაჯარიმდა

11 ოქტომბერი, 2023 • 1775
ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა უნებართვო ოპერაციებისთვის 20 000 ლარით დაჯარიმდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, კლინიკამ 4 პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

„ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული მომსახურება“, — აცხადებს სააგენტო და დასძენს, რომ დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

მანამდე უნებართვო ოპერაციებისთვის 20 000 ლარით „იმედის კლინიკაც“ დაჯარიმდა.

სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და სხვა მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი