ღაზის სექტორში, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან ისრაელი „ჰამასზე“ შეტევას განაგრძობს, ტერორისტული დაჯგუფების წევრები კი- ისრაელზე თავდასხმებს. CNN აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჟურნალისტები არიან, რომლებსაც ინფორმაციის შეგროვება კონფლიქტის ზონებში უწევთ ექსტრაორდინალურად სახიფათო ვითარებაში.
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები. სისასტიკის ამსახველი ვიდეოები თავად ჰამასის მებრძოლებმა გაავრცელეს. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 1200-ს გადააჭარბა, დაჭრილია 3000-მდე ადამიანი.
950-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის „სრული განადგურება“ დაასახელა. ღაზის სექტორში ამ დროისათვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს








