უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ორბანი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე დაგეგმილია საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც მოჰყვება „მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია“. ღარიბაშვილი და ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ორბანმა თავისი ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს წინა კვირას აცნობა.
