ახალი ამბები

ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა

6 ოქტომბერი, 2023 • 771
ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ორბანმა აღნიშნა, რომ თან წამოიყვანს ყველა უნგრელ მინისტრსაც.

„მომავალ კვირას თქვენს ქვეყანაში ვიქნები. საერთო სხდომა გვაქვს თბილისში, უნგრეთის ყველა მინისტრი იქნება ჩემთან ერთად“, – თქვა მან [„რუსთავი 2“-ის თარგმანის მიხედვით].

ორბანმა აგრეთვე მორიგ ჯერზე დააფიქსირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისდამი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არდაპირება უსამართლობაა.

ორბანმა ეს განცხადება გააკეა ესპანეთში, გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მიმდინარე სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი