ახალი ამბები

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა – მედია

10 ოქტომბერი, 2023 • 1574
პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა – მედია

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ავრცელებს.

რუსეთში პალესტინის ელჩმა აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა, რომ ვიზიტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა  კრემლისგან ელიან განცხადებას, როდის შედგება ვიზიტი.

მაჰმუდ აბასი წარმოადგენს ზომიერ, სეკულარულ პალესტინურ ფრაქციას, “ფათაჰს”, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, ხოლო ღაზის სექტორზე კონტროლს “ჰამასი” ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი