ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე, მოქალაქეებს მიმართავს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, დღეს დილით დაწყებული თავდასხმის მსგავსი ისრაელში არაფერი უნახავთ. იგი პირობას დებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“, იუწყება „ბი-ბი-სი“ „როიტერსზე“ დარყდნობით.
ნეთანიაჰუს თქმითვე, ისრაელის თავდაცვის ძალები „მიაკვლევენ ყველა ადგილს, სადაც ჰამასი იმალება“. ღაზის სექტორის მოსახლეობას იგი ამ ადგილების უმალ დატოვებისკენ მოუწოდებს.
ისრაელის პრემიერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჰამასი პასუხისმგებელია ისრაელელი ტყვეებზე. „ისრაელი გაასწორებს ანგარიშს ნებისმიერთან, ვინც მათ [ტყვეებს] ავნებს“, – ხაზს უსვამს იგი.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახორცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს. მიმდინარე მოვლენებზე ახალი და სანდო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ:
გარეკანის ფოტო: © EPA