ახალი ამბები

„უკრაინაში განსაკუთრებულად განვიცდით“ – ზელენსკი ისრაელის მხარდასაჭერ განცხადებას აქვეყნებს

7 ოქტომბერი, 2023 • 2035
„უკრაინაში განსაკუთრებულად განვიცდით“ – ზელენსკი ისრაელის მხარდასაჭერ განცხადებას აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას, სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და ხაზს უსვამს, რომ იერუსალიმს „სრული უფლება აქვს, თავი ტერორის წინააღმდეგ დაიცვას“.

იგი ხაზს უსვამს, რომ ყველამ, ვინც კი ტერორშია დამნაშავე, პასუხი უნდა აგოს.

„დღეს მთელმა მსოფლიომ იხილა საშინელი ვიდეოები ისრაელიდან. ტერორისტები ამცირებენ ადამიანებს, მოხუცებულებსაც კი აკავებენ, არ ავლენენ არანაირ დანდობას. ასეთი ტერორისტული თავდასხმის დროს, ყველა, ვინც სიცოცხლეს აფასებს, ისრაელს უნდა გამოუცხადოს სოლიდარობას.

უკრაინაში განსაკუთრებულად განვიცდით მომხდარს. ათასობით რაკეტა ისრაელის ცაში… ხალხი უბრალოდ კვდება ქუჩებში… ესვრიან სამოქალაქო პირების მანქანებს… ამცირებენ დაკავებულებს… ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველამ, ვინც ტერორსა და სიკვდილს იწვევს, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, პასუხი უნდა აგოს.

ისრაელს სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას ტერორისგან. როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ტერორს გაერთიანებულად და პრინციპულად უპასუხოსო“, – წერს იგი X-ში (ყოფილი „ტვიტერი“).

მასალების გადაბეჭდვის წესი