ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსული ფლოტი აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიაა” – შამბა

6 ოქტომბერი, 2023 • 1215
“რუსული ფლოტი აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიაა” – შამბა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ აფხაზურ გამოცემა «Апсны.Иахьа»-სთან ინტერვიუში ისაუბრა აფხაზეთში რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნის საკითხის შესახებ.

“ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ წინა ერთობლივ შეხვედრებზე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა პრეზიდენტმა ახლა დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას”.

როგორც შამბა ამბობს, აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო თუ სხვა დანაყოფების შემოსვლა აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიაა.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმებთან დაკავშირებით.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები არის „მორიგი პროვოკაციული მცდელობა, მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.

რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი