ახალი ამბები

“თუ ეს სიმართლეა, ძალიან მძიმეა” – კალაძე აფხაზეთში რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე

5 ოქტომბერი, 2023 •
“თუ ეს სიმართლეა, ძალიან მძიმეა” – კალაძე აფხაზეთში რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, მართლაც აპირებს თუ არა რუსეთი აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის აშენებას.

თუმცა, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს ძალიან მძიმე მოვლენა იქნება.

“თუ ეს მართლაც ასეა, შემაშფოთებელი და მძიმეა. იცით, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა”, – თქვა კალაძემ.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი