ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსეთმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. უკრაინული წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე ცნობილია 49 დაღუპულის შესახებ, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
„დაახლოებით 13 საათსა და 15 წუთზე რუსებმა დაბომბეს კაფე და მაღაზია სოფელ გროზაში, სადაც იმყოფებოდა ბევრი სამოქალაქო პირი. ახლა ადგილზე მუშაობენ მაშველები. დაღუპულთა შორისაა ექვსი წლის ბიჭი. ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაჭრილია“, – ამბობს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბი.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზი გაუსვა რუსული ტერორის შეჩერების აუცილებლობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან უკრაინის მხარდაჭერის ზრდაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
Удар РФ по кафе-магазину на Харківщині. Рятувальні роботи на місці тривають
відео прокуратури pic.twitter.com/QkUky6z2QX— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) October 5, 2023
