ახალი ამბები

რატომ მიულოცეს რუსმა მასწავლებლებმა პუტინს დაბადების დღე ბანდერას სურათით

5 ოქტომბერი, 2023 • 1052
რატომ მიულოცეს რუსმა მასწავლებლებმა პუტინს დაბადების დღე ბანდერას სურათით

რუსეთში, კალუგის ოლქში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცეს, თუმცა, მისი ახალგაზრდობის ფოტოს ნაცვლად, პლაკატზე ახალგაზრდა სტეპან ბანდერა იყო გამოსახული.

გამოცემა „ინსაიდერის“ ცნობით, სკოლის მასწავლებლებს ბელარუსი პრანკერი ვლადისლავ ბოხანი დაუკავშირდა და თავი მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ რეგიონალური განყოფილების წარმომადგენლად გაასაღა. პრანკერმა მასწავლებლებს მოსწავლეების მონაწილეობით აქციის ჩატარება სთხოვა და გაუგზავნა პლაკატები თითქოს ახალგაზრდა პუტინის ფოტოთი, რომელზეც რეალურად „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ ლიდერი, სტეპან ბანდერა იყო.

მასწავლებელმა ეს ვერ შენიშნეს და დავალება შეასრულეს, ხოლო დამადასტურებელი ვიდეო და ფოტომასალა ბოხანს გაუგზავნეს. მან აქციას უწოდა „იცნობდე მტერს სახეში“.

„უმრავლესობის დუმილით მხარდაჭერილი პრეზიდენტი პუტინი უკრაინას ეომება, რათა მტრის წინაშე რუსეთი გააერთიანოს. [..] სინამდვილე დაგაეჭვებს ხალხის გულწრფელობაში, როცა ერთი ხელის მოსმით პლაკატზე „ჩვენი პრეზიდენტი“ სტეპან ბანდერა ხდება“, – წერს ბოხანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი