უკრაინაში მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა, იტყობინება სახელისუფლებო მედია „ტასს“.
გამოცემის ცნობით, მამულაშვილს, რომელსაც რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლების ბრძოლისთვის და მათი გადაბირებისთვის“, სისხლის სამართლის მუხლის დარღვევისთვის ეძებენ. კონკრეტულად რა მუხლით ეძებენ, დაზუსტებული არ არის.
მოსკოვმა აქამდე დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი „ქართული ლეგიონის“ 70 წევრზე მეტს – მიზეზი უკრაინის მხარეს ბრძოლაა.