ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში

4 ოქტომბერი, 2023 • 2696
ბაქო განმარტავს, რატომ არ შეხვდება ალიევი ფაშინიანს ესპანეთში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო ევროპული საბჭოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერთა მონაწილეობით.

აზერბაიჯანმა მოგვიანებით განმარტა, რომ უარის მიზეზი საფრანგეთის დესტრუქციული და “ანტიაზერბაიჯაული პოზიციაა”, ასევე, შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობის შესახებ პარიზისა და ბერლინის უთანხმოება.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე იხსენებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერევანში უკანასკნელ ვიზიტს, სადაც მან, როგორც ბაქო აცხადებს, “ანტიაზერბაიჯანული განცხადებები” გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი