ახალი ამბები

შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა

3 ოქტომბერი, 2023 • 1981
შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა

შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე, ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა ხიდის სავალი ნაწილი.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

„ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი- ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები, რის შემდეგაც დაიწყება ხიდის აღდგენა. აღდგენამდე ტრანსპორტი გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი ავტობანის გავლით შეძლებს გადაადგილებას და არა — ციცინათელას პარკის გავლით.


გარეკანის ფოტო: © ტელეკომპანია გურია

მასალების გადაბეჭდვის წესი