ახალი ამბები

1 ოქტომბრიდან რუსეთში ჯარში გაწვევა იწყება

29 სექტემბერი, 2023 •
1 ოქტომბრიდან რუსეთში ჯარში გაწვევა იწყება

პირველი ოქტომბრიდან რუსეთში ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება, იუწყება „რია ნოვოსტი“. ეს არის რუსეთში ახალგაზრდების გაწვევის ციკლის ნაწილი და არ არის დამატებითი ზომა ჯარისკაცების მობილიზაციისთვის.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსული გენერალური შტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოში განაცხადეს, რომ დამატებითი მობილიზაცია არ იგეგემება.

„დამატებითი მოიბილიზაციის ჩატარების გეგმები არ არსებობს. ახლა საკმარისადაა პროფესიონალების თუ მოხალისეების რაოდენობა, რომლებსაც სპეცოპერაციაში [ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინასთან ომს] სურთ მონაწილეობა“, – ამბობენ სამმართველოში.

რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ახალწვეულებს არ გააგზავიან უკრაინასთან საომრად.

მასალების გადაბეჭდვის წესი