ახალი ამბები

ორბელიანის მოედანზე 27 სექტემბრიდან მოძრაობა შეიზღუდება

26 სექტემბერი, 2022 • 1011
ორბელიანის მოედანზე 27 სექტემბრიდან მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისის მერიის“ ინფორმაციით, 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე ორბელიანის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეზღუდვა „თბილისობა 2022-ის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.

მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე, ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით“, – ამბობს უწყება.


წელს „თბილისობა 2022“ 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ორდღიან ღონისძიებაზე მერია გეგმავს, რომ 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯოს.

მერია განმარტავს, რატომ ხარჯავს ორდღიან „თბილისობაში“ 3 მილიონ ლარზე მეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი