ახალი ამბები

გერმანიაში ქართველი ქალის გაუპატიურების საქმეზე 3 კაცს ბრალი წაუყენეს

26 სექტემბერი, 2023 • 2362
გერმანიაში ქართველი ქალის გაუპატიურების საქმეზე 3 კაცს ბრალი წაუყენეს

ბერლინში ქართველი ქალის გაუპატიურების საქმეზე გერმანიის პროკურატურამ ბრალს სამ კაცს წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tagesspiegel ავრცელებს.

დანაშაული სამი თვის წინ მოხდა. 27 წლის ქალი და მისი პარტნიორი გორლიცის პარკში იყვნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხა სამი კაცი, ქალის პარტნიორს სცემეს, ქალი გააუპატიურეს.

Tagesspiegel-ის თანახმად, სამი კაცი ჯგუფურ გაუპატიურებაში, ძალადობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული. ისინი პოლიციისთვის მანამდეც იყვნენ ცნობილი, როგორც ნარკორეალიზატორები. მათ წლების წინ გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდათ მოთხოვნილი, თუმცა სახელმწიფომ უარი უთხრა.

რაც შეეხება ქალს, გამოცემის ინფორმაციით, ქართველი ქალი შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი