დღეს, 25 სექტემბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6682 შეადგინა.
ბოლო ერთ კვირაში ეს სებ-ის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. 20-21 სექტემბრის წინა აუქციონებით სებ-მა 20 მილიონი და 37 150 000 დოლარი გაყიდა.
სამ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 64,75 მლნ დოლარი გაყიდა, სავარაუდოდ, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ერთმა მრჩეველმა დატოვა.
25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით — 1.35 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 1.40 თეთრით გამყარდა.
ეროვნულმა ბანკმა 37 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი კვლავ გაუფასურდა